თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურომ NATO-ს კიბერსწავლებაში – „Cyber Coalition 2023 მიიღო მონაწილეობა

NATO-ს კიბერსწავლებაში – „Cyber Coalition 2023.“ NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდაცვითი სწავლება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

კიბერსწავლების მიზანს კიბერსივრცეში NATO-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, კიბერინციდენტების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენდა. სწავლებაში მონაწილეობა NATO-ს, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

Back to top button