საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქართველ ჯარისკაცებს გააჩნიათ მოდერნიზებული, ნატოს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ დღეს ქართულ ჯარს აქვს საამაყო ინფრასტრუქტურა, კვება და უნიფორმები.
„ზოგადად, სამხედრო მოსამსახურეებიც და უწყების ხელმძღვანელობაც სხვადასხვა ბაზაზე და მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნების ბაზებზე ხშირად დავდივართ და სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენნაირი უნიფორმა, განვითარებული ინფრასტრუქტურა, ის კვება, რასაც ჩვენი ჯარისკაცები იღებენ, მე არ მინახავს. გულწრფელად ვაცხადებ, რომ კომპლექსურად ასეთი შედეგი, მითუმეტეს ასეთ მოკლე ვადაში მიეღწიოს ქვეყანას, წარმოუდგენელია ფაქტიურად“, – განაცხადა მინისტრმა.