ონის ბეერშევას სახელობის პარკში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო

ონის ბეერშევას სახელობის პარკში ხელოვნურსაფარიანი, 7×7-ზე სტანდარტის სპორტული მოედანი მოეწყო.

ახალი სტადიონის გახსნას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი , საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი მოადგილეებთან ერთად, ასევე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ოშხერელი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ამხანაგური მატჩი საფეხბურთო სკოლა „ მამისონის“ გუნდის წევრებს შორის.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარა სპორტსმენებს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადასცეს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბექა ოშხერელმა კი გამარჯვებული ფეხბურთელები წამახალისებელი თასებით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ მოედნის კეთილმოწყობაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 255 999 ლარი გამოიყო.

პროექტი აკმაყოფილებს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის, მასტერ ლიგის სტანდარტებს, სადაც თამაში მიმდინარეობს 7×7-ზე, 1 მეკარისა და 6 ფეხბურთელის მონაწილეობით.

ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით ახალი სტადიონის გახსნა ონელ ახალგაზრდებში სპორტის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ფეხბურთის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

Back to top button