საქართველოდან 19.4მლნ აშშ დოლარის მანდარინია ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე საქართველოდან 29.3ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 19.4მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 17.1 ათასი ტონით (141%), ხოლო ღირებულება – 12.7მლნ აშშ დოლარით (191%) გაიზარდა.

Back to top button