სომხეთის დედაქალაქს „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ მიწოდებული თანამედროვე ავტობუსები ემსახურება

  • თეგეტამ“ გერმანული კომპანიის, MAN-ისავტობუსები ერევანს საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში მიაწოდა
  • სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით ხორციელდება

ერევნის მილიონზე მეტ მოსახლეს MAN-ის ბრენდის ავტობუსები ემსახურება. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები სომხეთის დედაქალაქს „თეგეტა ჰოლდინგმა“ მიაწოდა. ქართული კომპანია, რომელიც გერმანული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია, ერევნის მერიის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია. უსაფრთხოებითა და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით გამორჩეული ავტობუსებით ერევნის მთავრობამ დედაქალაქის მცხოვრებლებს მომსახურების ახალი სტანდარტი შესთავაზა, რაც ქალაქის სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. MAN Lion’s City 12C ტიპის 87 ავტობუსი ერევნის არსებული სატრანსპორტო ქსელის ძირითად მარშრუტებზე გადაადგილდება.

ვაზგენ არუთინიანიერევნის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი: მოხარულები ვართრომ „თეგეტასთან“ წარმატებული თანამშრომლობით ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთშედეგადჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა მკვეთრად გაუმჯობესდაერევნის მცხოვრებლები ევროპული სტანდარტისკომფორტული ავტობუსებით მგზავრობენასევე ხაზგასასმელიარომ MAN Lion’s City 12C ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისხვა მოდელებთან შედარებითგაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებასჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა, „თეგეტამ“, შემოგვთავაზა ისრაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა — ხარისხიანითანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული ავტობუსები მისაღებ ფასადკომპანიამ ტრანსპორტი გათვალისწინებულზე ექვსი თვით ადრე მოგვაწოდარაც ძალიან სასიამოვნოაერევნის მთავრობა განაგრძობს მუნიციპალური პარკის განვითარებას და იმედი გვაქვსრომ წარმატებული თანამშრომლობა „თეგეტასთან“ მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“.

ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე ავტობუსები 94 მგზავრზეა გათვლილი, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის. სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, „თეგეტასა“ და ერევნის მერიას შორის გაფორმებული სატენდერო ვალდებულების ნაწილია ავტობუსების ექსპლუატაციის შემდგომი სერვისის მიწოდებაც. ავტობუსების გამართული და შეუფერხებელი ოპერირებისათვის, „თეგეტა“ ყველა საჭირო მომსახურებას გერმანული სტანდარტის შესაბამისად ახორციელებს.

ირაკლი პაპიაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული ბიზნესმიმართულების დირექტორი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებითეს პირველი საერთაშორისო ტენდერიარომლის თანახმადაც ავტობუსები ქვეყნის გარეთ მივაწოდეთროგორც იცითსატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. EBRD- ძალიან გამჭვირვალე და სამართლიანი შეფასება აქვსრომელიცფასთან ერთადხარისხისა და მიწოდების კომპონენტსაც მოიცავს. „თეგეტამ“ ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლო. 25 მილიონი ევროს ოდენობის ტენდერის პირობები ვადაზე ადრე შევასრულეთამისათვის ჩვენს პარტნიორს, MAN-ლოტები ტენდერის შედეგების გამოცხადებისთანავე დავუკვეთეთავტოსატრანსპორტო საშუალებებს ჯერ პოლონეთში, MAN-ის ერთერთ ქარხანაშიშემდეგ კი უკვე თბილისში ჩაუტარდა ინსპექტირებაჩვენი დედაქალაქიდან კი MAN-ის 12-მეტრიანი ტრანსპორტი უშუალოდ ერევნის მერმა და ვიცემერმა ჩაიბარესახლა კი ეს ავტობუსები მოსახლეობას წარმატებით ემსახურებაჩვენი გამოცდილებასაერთაშორისო ბიზნესკავშირები და მნიშვნელოვან პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებასკონკურენტუნარიანები ვიყოთ რეგიონის მასშტაბითერევნის მუნიციპალური ტრანსპორტის ტენდერი სწორედ ამის დასტურია“.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული, „თეგეტა“, ერევნის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის აპრილში გამოავლინა.

28-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ჰოლდინგს რეგიონის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ისა და სხვა ევროპული ბრენდების 500-ამდე ავტობუსი მიაწოდა. ამჯერად კი კომპანია მორიგი სატენდერო პირობების შესასრულებლად ემზადება, რომლის ფარგლებშიც „თეგეტა“ საქართველოს დედაქალაქს 160 ერთეული ევროპული წარმოების MAN-ის უახლესი 18-მეტრიანი ავტობუსებით მოამარაგებს. თბილისის მუნიციპალური პარკისთვის MAN Lion’s City 18C-ს მიწოდება კომპანიამ უკვე დაიწყო.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Truck & Bus 2006 წლიდან ბავარიული კომპანიის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ცენტრალური ფილიალის ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული და სრულად შეესაბამება გერმანული კომპანიის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჰოლდინგი გეგმავს MAN-ის სტანდარტებით ახალი, მასშტაბური სერვისცენტრის მშენებლობას, რომელშიც ყველა ის სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, რომლებსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობსრაც მსუბუქსატვირთო და სამშენებლოასევე კომერციულსამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავსმთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვსხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებსთეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდებიროგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვებითეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოშითეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლითდღეს საქართველოში ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

Back to top button