კასპის მერმა საახალწლოდ მრავალშვილიანი შეჭირვებული ოჯახები, მარტოხელა მოხუცები და დედმამით ობოლი ბავშვები მოინახულა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა საახალწლოდ მრავალშვილიანი შეჭირვებული ოჯახები, მარტოხელა მოხუცები და დედმამით ობოლი ბავშვები მოინახულეს.

ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცეს, შობა და დამდეგი ახალი 2024 წელი მიულოცეს .

საახალწლოდ ტკბილეული და ხილი უმწეო მოქალაქეთა უფასო კვების სასადილოს 80 ბენეფიციარმაც მიიღო.

Back to top button