საქართველო New York Travel and Adventure Show-ზე

პირველად,საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

New York Travel and Adventure Show-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენის საუკეთესო ახალ მონაწილედ დასახელდა.

2 დღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან და  მოეწყო პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციადა ათამდე კომპანია იყო წარდგენილი.

New York Travel and Adventure Show-ის წელს 25 000-მდე სტუმარი ჰყავდა,გამოფენას საერთაშორისო მედიის 400-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

Back to top button