„ამერიკის ხმის“კორესპონდენტის ანი ჩხიკვაძის განცხადება როგორც ქართული სახელმწიფოს და სპეცსამსახურების, ისე საზღვრის დაცვის სფეროში საქართველოს და აშშ-ის თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობაა – „სინამდვილეში“

ფეისბუკგვერდი „სინამდვილეში“ წერს, რომ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის კორესპონდენტის ანი ჩხიკვაძის განცხადება როგორც ქართული სახელმწიფოს და სპეცსამსახურების, ისე საზღვრის დაცვის სფეროში საქართველოს და აშშ-ის განსაკუთრებული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობაა“.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის კორესპონდენტს, ანი ჩხიკვაძეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკრაინიდან საქართველოში ფარულად შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღება ქართული სპეცსამსახურების რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებად მოჰყავს.

✅#სინამდვილეში ანი ჩხიკვაძის განცხადება როგორც ქართული სახელმწიფოს და სპეცსამსახურების, ისე საზღვრის დაცვის სფეროში საქართველოს და აშშ-ის განსაკუთრებული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობაა.

❗ ანი ჩხიკვაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან დაკავშირებული პირია და გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ ყალბი ნარატივების გავრცელებით“, – წერს „სინამდვილეში“.

Back to top button