ირაკლი ჩიქოვანი: ნატოში სრული ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი; იმ შედეგების გამო, რომელიც იქნა მიღწეული ბოლო 10 წლის განმავლობაში, ალიანსის ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო არამოკავშირე სახელმწიფოებში არის ყველაზე ახლო პარტნიორი ალიანსისთვის

„ადამიანები, ვინც სვამდნენ კითხვას, არსებობს თუ არა რაიმე კითხვის ნიშანი ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, არ ისმენდნენ პასუხს და მხოლოდ საკუთარ კითხვებს აჟღერებდნენ. პასუხი მარტივია- ნატოში სრული ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი, რომელიც გაწერილია კონსტიტუციით“- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რა შედეგიც აქვს საქართველოს ბოლო 10 წლის განმავლობაში, სწორედ ამ შედეგების გამო ალიანსის ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო არის არამოკავშირე სახელმწიფოებში ყველაზე ახლო პარტნიორი ალიანსისთვის.

„ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავდაცვის ძალებს ნატო-სთან ურთიერთობის ძალიან დიდი ისტორია აქვს და ზუსტად ამიტომაც არის, რომ ის შედეგები, რა შედეგებიც გვაქვს, განსაკუთრებით ის შედეგები, რომელიც იქნა მიღწეული ბოლო 10 წლის განმავლობაში, ზუსტად ამიტომაც არის, რომ ალიანსის ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო არის არამოკავშირე სახელმწიფოებში ყველაზე ახლო პარტნიორი ალიანსისთვის. ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა და მონდომება ნამდვილად არის დადასტურებული არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც, თვითონ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Back to top button