კასპის მერმა მოსახლეობასთან კონსულტაციები და კრებები ამჯერად სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ტატანაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან კონსულტაციები და კრებები ამჯერად სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მრგვალი ჭალაში, იგოეთში, სამთავისში, ბოჟამსა და თოგოიანში გამართეს.

შეხვედრის მიზანი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იყო.

ადგილობრივებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები დაასახელეს, განსახორციელებელი პროექტები კი ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეარჩიეს.

მოსახლეობის მიერ დასახელებული პროექტები წლის ბოლომდე “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

Back to top button