ოზურგეთში 7,2 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის   მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები კაპროვანის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

სოფელ ნატანებშიხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 7,2 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური და შემკრები არხები  იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს.

შედეგად, 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები  მაისში დასრულდება.

Back to top button