ოლივერ ვარჰეი: მახარებს საქართველოს ძლიერი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი. ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.

ოლივერ ვარჰეი ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი.

„სიხარულით მივესალმები ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მახარებს საქართველოს ძლიერი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი.

ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის”, – აღნიშნავს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი.

Back to top button