ედიშერ გვენეტაძე: საქართველოს ხელისუფლება ბოლო ორი წლის მანძილზე ატარებს უაღრესად პრაგმატულ და მიზანმიმართულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას!

“როდესაც საქართველოს ახალ პრემიერს ვუსმენდი უნებლიედ გამახსენდა დიდი კონსტანტინეს სიტყვები: “სხვის ომში მხოლოდ შლეგებს შეუძლიათ თავის გაწირვაო”! გვეყო ქართველთ მუდამ სხვის დაკრულზე ცეკვა და სხვის ომებში ქართველ ვაჟკაცთა ხმალქნევა!”- ამის შესახებ წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

“უდავოა საქართველოს ხელისუფლება ბოლო ორი წლის მანძილზე ატარებს უაღრესად პრაგმატულ და მიზანმიმართულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას!

რაც მიმდინარე მსოფლიო ახალი გადანაწილების ფონზე მდგომარეობს შემდეგში – ბალანსირება სამყაროს ოთხივე მხარეს შორის, რამაც საბოლოოდ უნდა მოიტანოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენა!

როდესაც საქართველოს ახალ პრემიერს ვუსმენდი უნებლიედ გამახსენდა დიდი კონსტანტინეს სიტყვები: “სხვის ომში მხოლოდ შლეგებს შეუძლიათ თავის გაწირვაო”!

გვეყო ქართველთ მუდამ სხვის დაკრულზე ცეკვა და სხვის ომებში ქართველ ვაჟკაცთა ხმალქნევა!

დიახ, გეთანხმები ბნო ირაკლი -“დროა მშვიდობა, სიწყნარე, სიმშვიდე და აღმავლობა ნახოს საქართველომა”!”- წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

Back to top button