ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში კასპში ღონისძიებები გაიმართა

საბჭოთა ოკუპაციის 103-ე წელთან დაკავშირებით, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში ღონისძიებები გაიმართა.

სოფელი სასირეთში გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმისა და ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ერთობლივი თემატური ღონისძიება –  „1921 წლის 25 თებერვალი – დღე რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს” გაიმართა.

კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიში ახლადრეაბილიტირებულ საგამოფენო დარბაზში -ფოტოგამოფენა “კასპელები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში” გაიმართა.

კასპში, ოკუპაციის თემატიკის ამსახველი გამოფენები გაიმართა ცენტრალურ და საქალაქო ბიბლიოთეკებში.

Back to top button