
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერი ვახტან გმაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბარნაბიანთკარში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროექტის მიხედვით 1 052 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთი მოეწყობა.
ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. აღსანიშნავია, რომ მოცემული გზის -მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ცეკური“ ახორციელებს.