ხაინდრავა: დავიჯეროთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში არ იციან, რომ კეზერაშვილი პენსიონერების ძარცვაშია ეჭვმიტანილი?

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერზე ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილის შესახებ წერს.

„დავიჯეროთ აშშ-ის საელჩოში არ იციან, რომ „ტვ ფორმულას“ დამფუძნებელი და დამფინასებელი დავით კეზერაშვილი, საქართველოში სახელმწიფო დანაშაულში მხილებული, ევროპაში პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი, საერთაშორისო ძებნაში მყოფი, მართლმსაჯულებას ემალება?! იციან და ელჩი მაინც სტუმრობს?!“, – აღნიშნავს ხაინდრავა.

Back to top button