საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა დედებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბისთან ერთად დედის დღე მიულოცა.
“მინდა დედის დღე განსაკუთრებით თქვენ მოგილოცოთ. მხნეობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ” – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ, დედის დღესთან დაკავშირებით, დაღუპული გმირების დედებს, 300-300 ლარი საბანკო ანგარიშზე დაურიცხა.