რაჭა-ლეჩხუმ-ქვემოსვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი მრავალშვილიან დედებს ესტუმრნენ, დედის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
“3 მარტი, დედის დღე, დედისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა. ყველა დედას ვუსურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და რაც მთავარია სამშობლოსათვის განათლებული და საამაყო შვილების გაზრდას” – ნათქვამია ონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.