როგორ ჰგვანან ერთმანეთს რონდელის ფონდის მკვლევრები, გინდ აქაური, გინდ იქაური – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმაურება რუსეთის საკითხებში ექსპერტის, ჯილ დოჰერტის განცხადებას, რომელიც მან თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

„პუტინისთვის უდიდესი ძალა შეიძლება იყოს დასავლეთის სისუსტე – დასავლეთის სირბილი ყველაზე ცუდი რამ არის, რადგან პუტინი გამოიყენებს უპირატესობას“, – თქვა მან.

ჯილ დოჰერტის ამ განცხადებას გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ში აზიარებს და წერს, რომ რონდელის ფონდის ყველა მკვლევარი ერთნაირია.

„როგორ ჰგვანან ერთმანეთს რონდელის ფონდის მკვლევრები, გინდა აქაური და გინდა იქაური!“, – წერს ხაინდრვა.

Back to top button