ლანჩხუთის მერმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან  და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პირადად მიულოცა ქალთა საერთაშორისო დღე –  8 მარტი და ყვავილები გადასცა.

“უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. თქვენ ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე დგახართ. წარმატებები როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში” განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

Back to top button