ბექა დავითულიანი: გვარამიამ აღიარა, რომ ნაცების დროს სასამართლო სისტემა მთლიანად ხელში ეჭირათ და იყო დახშული; ამის შემდეგ ეს კაცი გამოდის, და საუბრობს სასამართლოს ხარვეზებზე, ეს არის ანომალია

ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ნამდვილად იყო ავტოკრატი და რეჟიმი ხელში ეჭირა და ყველა თავისუფალ სივრცეს კეტავდა, რომელიც დემოკრატიის ინსტრუმენტია, ახლა გვეუბნება, რომ ახლა, როდესაც სასამართლოს საშუალო ევროპული რეიტინგი აქვს – ეს არის კლანიო. „ქართულ ოცნებას“ ეძახის რეჟიმს ადამიანი, რომელიც თვითონ განმარტავს, რომ თავად იყო რეჟიმის შემოქმედი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია აღიარებს, რომ წლების წინ სასამართლო, პარლამენტი და მედია დახურული იყო.

„არის გამოთქმა, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო და ესენი დავიწყებულებიც არ არიან, თვითონვე არ მისცეს მოსახლეობას შესაძლებლობა, რომ დაევიწყებინათ მათი სისხლიანი რეჟიმი და მათი სახეები ტელეეკრანებიდან არ ჩამოსულა და იმ სისტემური წამებით განთქმული ხელისუფლებიდან, უტიფრად, ისე რომ ბოდიშიც არ მოუხდიათ პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი იყო სწორი და სულ მათი მცდელობა ყოველთვის 2003 წლის სცენართან სწორებაა საბოლოო ჯამში.

არასდროს სხვა არაფერს აკეთებენ. გამოდიან და სინანულის განცდა ხომ უნდა გქონდეს, რომ ადამიანს ეგონოს რომ ერთხელ დანაშაული ჩაიდინა, უმწიფარი იყო პოლიტიკურად შეიძლება ეს ძალა და შეეშლა და გულწრფელად ინანიებს. არა, გამოდიან და ამბობენ შეცდომები დავუშვითო, დანაშაულები ჩავიდინეთო ამასაც არ აღიარებენ. ნიკა გვარამიას ეთერი ნახეთ გირჩი tv-ში „თავისუფალ ბაზარში“ ჰო, შეცდომები იყოო ამბობს და მერე აკეთებს ჩამონათვალს: ჩვენ მთლიანად ჩავკეტეთო, დავახშეთო სისტემაო. მართალს ამბობს, მაგაში ვეთანხმები.

მთლიანად სისტემას რომ დაახშობ ბოლოს ფეთქდება, მაგრამ რის ჩამონათვალს აკეთებ? სასამართლო სისტემა მთლიანად ხელში გვეჭირა და კონტროლის ქვეშ გვქონდაო, მედია მთლიანად ხელში გვეჭირაო, პარლამენტი მთლიანად დახშობილი გვქონდა ოპოზიციისთვისო.

მთლიანად გვქონდა ავტოკრატიული რეჟიმი დამყარებულიო, თვითონ ამბობს ადამიანი, მერე გამოდის და ამბობს, სასამართლო უნდა შეიცვალოს და ვეტინგის სისტემა და რაღაც სისულელეები. ანუ, ადამიანი რომელიც ამბობს რომ მე მქონდა ჩემს წარსულში ეს გამოცდილება, რომ ნამდვილად ვიყავი ავტოკრატი და რეჟიმი მეჭირა ხელში და ყველა თავისუფალ სივრცეს ვკეტავდი, რომელიც დემოკრატიის ინსტრუმენტია, გვეუბნება, რომ თქვენო ახლა, როცა საშუალო ევროპული რეიტინგი აქვს თქვენს სასამართლოსო, ეს არისო კლანიო და „ქართულ ოცნებას“ ეძახის რეჟიმს. ადამიანი, რომელიც თავისივე სიტყვებით განმარტავს, რომ რეჟიმის შემოქმედი იყო თავად. ან რა ახალ სახეებზე ვლაპარაკობთ? ნიკა გვარამია და მელია, როდიდან გახდნენ ახლები? რა სისულელეა ახლა“ – განაცხადა დავითულიანმა.

Back to top button