ნინო ფოჩხუა “ვეტინგის” სისტემაზე: დღეს, როგორც არასდროს საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, შიდა და გარე მტრები ცდილობენ დაგვაბრუნონ ძველ ორბიტაზე, როცა საქართველოს ხელისუფლება ხან მოსკოვს ემორჩილებოდა და ხან ვაშინგტონს

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ე.წ “ვეტინგის” სისტემის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტი თავის პოსტში მოკლედ მიმოიხილავს, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ვეტინგის სისტემამ სუვერენულ ქვეყანას და ალბანეთის მაგალითს იშველიებს.

როგირც ექსპერტი წერს, ვეტინგი ალბანურ მართლმსაჯულებაზე სრულ კონტროლს ნიშნავს. მისი თქმით, იგივე სქემის განხორციელება სურთ დღეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ვეტინგი არ გამოვა დღევანდელი ხელისუფლების და დღევანდელი განულებული ოპოზიციის პირობებში.

“დღეს, როდესაც როგორც არასდროს საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, შიდა და გარე მტრები ცდილობენ დაგვაბრუნონ ძველ ორბიტაზე, როცა საქართველოს ხელისუფლება ხან მოსკოვს ემორჩილებოდა და ხან ვაშინგტონს. ეხლა გამოჩნდა სიტყვა ვეტინგი, რას ნიშნავს ეს და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს სუვერენულ ქვეყანას? ამის მაგალითი ვეტინგის ალბანური მეთოდია, რაც ნიშნავს მოსამართლეების, პროკურორების შესწავლას, და ალბანურ მართლმსაჯულებაზე სრულ კონტროლს, რაშიც სოროსის ფონდს ეხმარებოდა აშშ მთავრობა ობამას პრეზიდენტობის დროს გადამხდელთა ფულით, რასაც საიდუმლოდ აკეთებდა, რათა თავის გავლენის ქვეშ მოექცია ალბანეთის პრემიერ-მინისტრი და მართლმსაჯულება.

იგივე სქემის განხორციელება სურთ დღეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ვეტინგი არ გამოვა დღევანდელი ხელისუფლების და დღევანდელი განულებული ოპოზიციის პირობებში. აღარ არის ის დრო და აღარ არიან ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიციის ლიდერები და რაც მთავარია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”- წერს ნინო ფოჩხუა.

Back to top button