„სახელმწიფოებში სადაც “ვეტინგს” იყენებენ სასამართლო რეფორმის მთავარ იარაღად, ყველგან სამი მთავარი აქტორია – “სოროსის ფონდი”, “USAID” და შტატების ადგილობრივი საელჩო. სწორედ მათთან კოორდინაციით მუშაობენ “ვეტინგზე” ადგილობრივი პოლიტიკოსები, სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები“-ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
ქადაგიძის თქმით, ალბანეთის მაგალითი მკაფიო სახელმძღვანელოა თუ რა მეთოდებით ხდება სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და შემდეგ რეფორმის სახით, სრულად დაქვემდებარება.
„სახელმწიფოებში სადაც “ვეტინგს” იყენებენ სასამართლო რეფორმის მთავარ იარაღად, ყველგან სამი მთავარი აქტორია – “სოროსის ფონდი”, “USAID” და შტატების ადგილობრივი საელჩო. სწორედ მათთან კოორდინაციით მუშაობენ “ვეტინგზე” ადგილობრივი პოლიტიკოსები, სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ალბანეთის მაგალითი, მკაფიო სახელმძღვანელოა თუ რა მეთოდებით ხდება სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და შემდეგ რეფორმის სახით, სრულად დაქვემდებარება. ასევეა უკრაინაში, სადაც ხელისუფლებას მკაფიოდ უჭერს მხარს ზემოხსენებული სამივე აქტორი და შესაბამისად, სასამართლოსაც მაქსიმალურად სახელისუფლებო გუნდს უქვემდებარებენ.
განსხვავებულია საქართველოს დღევანდელი მოცემულობა, რადგან არსებული ხელისუფლება , რომელიც ცდილობს სასამართლოს სრულად დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, მიუღებელია საერთაშორისო აქტორებისათვის და სწორედ ამიტომაა, რომ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა სასამართლოსი, რათა გავლენები მოიპოვონ ქართულ მართლმსაჯულებაზე! დღევანდელი მოცემულობა სპეციალურად ვახსენე, რადგან 1999-2001 წლებსა(როდესაც “USAID” “სოროსის ფონდი” და სხვა საერთაშორისო აქტორები ღიად შემოვიდნენ საქართველოში) და 2003- 2012-ში, სასამართლო ხელისუფლების სრულად კონტროლისას, არც ერთი საერთაშორისო აქტორი პრეტენზიას არ აცხადებდა ტენდენციურ მართლმსაჯულებაზე, რომელიც ნაც-მოძრაობამ შექმნა, რატომ? იმიტომ, რომ ქართული მართლმსაჯულება ამ პერიოდში, “სოროსის ფონდის”, USAID-ისა” და შტატების ადგილობრივი საელჩოს ხელშეწყობილ რეფორმირებულ ინსტიტუტსა და შესაბამისად, დაქვემდებარებულ სუბიექტს წარმოადგენდა!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.