დღეს “გლობალური ომის პარტიის” მხრიდან საქართველოსთან მიმართებით დაუფარავი გაღიზიანება და გაშმაგებული ბრძოლა, სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული – ჩვენი “ალბანიზაცია” თუ “უკრაინიზაცია” ვერ ხერხდება, ამისთვის გაღებული უამრავი მცდელობის მიუხედავად- ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში “ვეტინგის” სისტემის დამყარების მცდელობას.
ქართველიშვილის თქმით, საქართველო – ალბანეთისთვის და უკრაინისთვის ცოცხალი მაგალითია იმ ქვეყნის, სადაც შესაძლებელი ყოფილა თურმე სახელმწიფოს სათავეში დე-ფაქტო დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, მოსახლეობის ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ხელისუფლების შენარჩუნება.
“Judicial Watch-ის და FoxNew-ის მიერ გამოქვეყნებული მასალები საქართველოსთვის არა იმდენად ახალ და უცნობ გარემოებას ეხება, რამდენადაც ადასტურებს ჩვენს მიერ არაერთხელ გამოთქმულ მოცემულობას: დიახ, “გლობალური ომის პარტია” და მისი იდეოლოგიის ფლაგმანი “სოროსის ფონდი” ღიად მუშაობენ “ურჩ” ქვეყნებში არასასურველი ხელისუფლებების ჩასანაცვლებლად მემარცხენე, ფსევდოლიბერალური და ლიბერალური ფაშიზმის მატარებელი მარიონეტული რეჟიმებით. ამ მსოფლიო მასშტაბის მავნებლების ერთ-ერთი მსხვერპლი – ალბანეთია, სადაც 2016 წლიდან საფუძველი ჩაეყარა სახელწოდება “ვეტინგით” ცნობილი სასამართლო სისტემის რეიდერულ უზურპაციას. ეს პროცესი ფინანსდებოდა ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით, ამ ფინანსური ნაკადების “სწორ კალაპოტში” გადამყვან ფუნქციას USAID-ი ახორციელებდა, ხოლო უშუალო შემსრულებელს წარმოადგენდა “სოროსის ფონდი”.
ამერიკელი მკვლევარების მასალებიდან უტყუარად ჩანს, რომ აღნიშნული პროცესის ორგანიზატორი – პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია იყო. ამ ურთულეს რეგიონში და მსოფლიოში ისეთი მეტსახელებით ცნობილ სახელმწიფოში, როგორიც არის “ბალკანეთის ჩრდილოეთ კორეა” და “ბალკანეთის კოლუმბია” – “გლობალური ომის პარტიის” ძირითად ამოცანას არა პრობლემების გადაჭრა, არამედ მათი საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ გადაყვანა იყო, რომლის ერთ-ერთი ნაბიჯი, მართლმსაჯულებაზე სრული კონტროლის მოპოვებაზე გადიოდა.
დღეს “გლობალური ომის პარტიის” მხრიდან საქართველოსთან მიმართებით დაუფარავი გაღიზიანება და გაშმაგებული ბრძოლა, სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული – ჩვენი “ალბანიზაცია” თუ “უკრაინიზაცია” ვერ ხერხდება, ამისთვის გაღებული უამრავი მცდელობის მიუხედავად. ხოლო საქართველო – ალბანეთისთვის და უკრაინისთვის ცოცხალი მაგალითია იმ ქვეყნის, სადაც შესაძლებელი ყოფილა თურმე სახელმწიფოს სათავეში დე-ფაქტო დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, მოსახლეობის ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ხელისუფლების შენარჩუნება”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.