კასპის სოფელ მეტეხში, ე.წ. „გეჯაანთუბნის“ გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, ე.წ. „გეჯაანთ უბნის“ გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

913 გრძივი მეტრი გზის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს – ელქტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.

გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში დაიგება ორ ფენიანი ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა რკ/ ბეტონის კიუეტები ცხაურის ღარებით, გზის მიერთებები და ეზოში შესასვლელები.

კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მოსახლეობის კომფორტულ და ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.

Back to top button