კასპის მერიამ 100 ერთეული ნარჩენისთვის განკუთვნილი კონტეინერები შეიძინა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 100 ერთეული საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილი კონტეინერები შეიძინა.

ნარჩენის ახალი კონტეინერებია(ა)იპ „კასპის  კეთილმოწყობა“-ს გადაეცა, რომლებსაც სხვადასხვა ლოკაციებზე ეტაპობრივად განათავსებს და ჩაანაცვლებს.

მუნიციპალიტეტში სუფთა გარემოს შენარჩუნების მიზნით, მერიამ სამი წლის განმავლობაში 500 კონტეინერი და 4 თანამედროვე  სპეციფიური ნარჩენმზიდი ავტომანქანა შეიძინა.

Back to top button