
საქართველოს ბანკის პროექტი, „გასტროლები“, რომლის მიზანი საქართველოში არსებული გამორჩეული კონცეფციის მქონე გასტრონომიული ობიექტების წარმოჩენა და ბიზნესის წახალისებაა, მეორე სეზონით დაბრუნდა. პროექტი საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების მხარდაჭერის სტრატეგიის ნაწილია და მისი მეშვეობით უკვე არაერთმა კვების ობიექტმა პოპულარობა მოიპოვა და ახალი მომხმარებლები შეიძინა.
„გასტროლები“ YouTube-ის ვიდეო-სერიების ფორმატს ითვალისწინებს, სადაც შეფი, დიმიტრი რჩეულიშვილი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალ თუ კარგად ცნობილ კვების ობიექტებს სტუმრობს და მათი შექმნის ისტორიას, ტრადიციებსა თუ სამზარეულოს მაყურებელს აცნობს. ამასთან, გასტრო-ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროექტში ჩართულ კაფე-რესტორნებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის სპეციალური პირობებიც მოქმედებს.
„გასტროლების“ მორიგეპიზოდში, დიმიტრი რჩეულიშვილი და სპორტული კომენტატორი, გიორგი კალატოზი, თბილისში მდებარე ობიექტებს – „Pub 44-სა“ და „დროშები ჩქარას“ ესტუმრნენ. „Pub 44“სპორტულ თემატიკაზე შექმნილი ირლანდიური სტილის პაბია, ხოლო „დროშები ჩქარა“ ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ბარია, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული. ამ ობიექტებს აერთიანებს ის, რომ ორივე მათგანში შესაძლებელია საზეიმო განწყობითა და გემრიელი კერძების თანხლებით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოახლოებული მატჩებინახოთ და გუნდს უგულშემატკივროთ.
აღსანიშნავია, რომ 21 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დინამო არენაზე ევრო 2024-ის მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს და პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს. საქართველოს ბანკი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთავარი სპონსორი და ქართული ფეხბურთის მხარდამჭერია.
საგულისხმოა, რომ პროექტ „გასტროლების“ პირველი სეზონი 16 ეპიზოდს მოიცავდა. ამ ეპზიოდებში მაყურებლებს შესაძლებლობა ჰქონდა, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კაფე-რესტორანი გაეცნო. ვიდეოებმა სოციალურ ქსელში 1 600 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. გარდა YouTube სერიებისა, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ქუჩის გამოკითხვებიც, სადაც არაერთი საინტერესოობიექტი თუ საფირმო კერძი დასახელდა და მორიგი ეპიზოდებისთვის შთაგონების წყაროდაც იქცა.
გასტროლების ახალი ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია YouTube-ზე. მის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს და შეიტყვეთ იმ ადგილების შესახებ, საიდანაც შეგიძლიათ უგულშემატკივროთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, თუ სტადიონზე სტუმრობას ვერ ახერხებთ.