კასპის სოფლების – ფერმასა და ჩანგილარის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების ფერმასა და ჩანგილარის დამაკავშირებელი გზის ასფალტ ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს გაეცნენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმქაციით, 1 000 გრძივი მეტრი გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

“რეაბილიტირებული გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას” – აცხადებენ მერიაში.

Back to top button