კასპში, ვარჯაანის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო

ქალაქ კასპში, ვარჯაანის დასახლებაში მიმდინარე პროექტი, რომელიც 5 ქუჩის –  ქართლის, ბარათაშვილის, თბილისის, კახეთისადა  აჭარის ქუჩების მოასფალტებას ითვალისწინებდა, დასრულების პროცესშია.

პროექტი გარდამავალია, გასულ წელს უკვე კეთილმოეწყო ქართლის, ბარათაშვილის და  თბილისის ქუჩები. 2024 წელს კი პროექტი გაგრძელდა კახეთისა და აჭარის  ქუჩებზე, რომლის სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც შპს “დინგრუპი”ახორციელებს.

Back to top button