ფასდაკლება თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვეულებისათვის ჯპს-სა და ფარდამეპოში

დღეიდან, „თიბისი დაზღვევის“ ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ, ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა ბენეფიტით ისარგებლონ.

„ჯპს-სა და ფარმადეპოსთან თანამშრომლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. დღეიდან, ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ, ფასდაკლებით შეიძინონ თავის მოვლის საშუალებები, ვიტამინები და საკვები დანამატები ნებისმიერ დროს.

დასაწყისისთვის, შეთავაზება მოიცავს 2 მიმართულებას, მაგრამ სამომავლოდ ბენეფიტები გაიზრდება და ჩვენი მომხმარებლები ყოველ თვე მიიღებენ ფასდაკლებებს სხვადასხვა ბრენდებზე“, – „თიბისი დაზღვევა“.

„თიბისი დაზღვევის“ ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლები ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ კოსმეტიკის, საკვები დანამატებისა და ვიტამინების ბრენდებზე. ჩამონათვალს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ https://bit.ly/3Iizrld

Back to top button