თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან, მატუს ბუსოვსკისთან და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ მილან შინტაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში გაწეულ კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებიც მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.