კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

ქალაქ კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ბარათაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაო მიმდინარეობს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარდამავალი პროექტი, რომელიც 5 ქუჩის – ქართლის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და ბარათაშვილის ქუჩების მოასფალტებას ითვალისწინებდა, დასრულების პროცესშია.

„გასულ წელს ქართლის, თბილისისა და აჭარის ქუჩები კეთილმოეწყო, ამჯერად კი კახეთისა და ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდება” აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს. “დინ გრუპი” აწარმოებს.

 

Back to top button