GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გურიის რეგიონში ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გურიის რეგიონში გამოვლინდნენ:

• ArtOa.io – ინოვაციური პლატფორმა, რომელიც შეუფერხებლად აკავშირებს კედლის მხატვრებსა და მომხმარებლებს.უნიკალური AI/AR Order Generator ტექნოლოგია მომხმარებელს მისცემს საშუალებას, შექმნას კედლის იდეალური არტი წუთებში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროსა და ძალისხმევას, რომელიც საჭიროა არტ-ინსტალაციის პროცესში. (ოზურგეთი)
• Tailor.ge – პროექტის მიზანია Software პლატფორმის შექმნა სამკერვალოებისთვის, ვებ გვერდზე შეთავაზებული სხვადასხვა თარგისგან სასურველი ესკიზის შესაქმნელად. (ოზურგეთი)
• Rize.ge – პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველი ქართული ციფრული დონაციის პლატფორმა იუთუბერებისთვის, ინფლუენსერებისა თუ საჯარო ფიგურებისთვის, რომლებსაც სურთ crowdfunding – ის დახმარებით განავითარონ კონტენტი. (ლანჩხუთი)

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება – ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან უკვე გამოვლინდა 41 გამარჯვებული. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ gita.gov.ge-ზე. აჭარას, გურიასა დაიმერეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 29 იანვრიდან შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები.

შერჩეულმა სტარტაპებმა გაიარეს ტრენინგები, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. ტრენინგების გავლის შემდეგ, სტარტაპებმა პროექტები წარადგინეს კომისიის წინაშე, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით.
საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

Back to top button