პროექტის – „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში უმასპინძლეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სტუდენტებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროექტები, ეროვნული გვარდიის ისტორია და ამოცანები გააცნო. ბრიგადის გენერალმა ახალგაზრდებს აქტიური რეზერვის სისტემის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
სამხედროებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მათ სტუდენტებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები, ასევე თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნეს.
„ჩვენი ჯარი“ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 2023 წლიდან მიმდინარეობს.
პროექტი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.