ზურაბ ქადაგიძე: რომ არა ის კოლოსალური გრანტები და შესაბამისად, უცხოურ დოტაციაზე დასმული ფსევდო-მედია, ამათი წარმომავლობაც კი არ ეცოდინებოდა ხალხს

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ დღეს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც ქადაგიძე წერს, რომ არა ის კოლოსალური გრანტები და შესაბამისად, უცხოურ დოტაციაზე დასმული ფსევდო-მედია, ამათი წარმომავლობაც კი არ ეცოდინებოდა ხალხს.

“დაჰკარით დაფდაფებს, გრანტიყლაპიები მოდიან!

არა, აშკარად ხელფასებმა დააგვიანა, თორემ ერთი პანაშვიდი ხალხიც რომ ძლივს შეკრიბეს?!

გიგაური, ჩარიცხე ხელფასები შე ნაძირალააააა!

ისე, წარმოიდგინეთ რა ფასადური რეპუტაცია აქვთ ამ უსამშობლოებს?!

რომ არა ის კოლოსალური გრანტები და შესაბამისად, უცხოურ დოტაციაზე დასმული ფსევდო-მედია, ამათი წარმომავლობაც კი არ ეცოდინებოდა ხალხს.

ამიტომაც უნდათ გაუმჭვირვალობა, რომ ფსევდო-იმიჯი და რეპუტაცია იყიდონ” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Back to top button