შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის8,2 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთზე არსებული დაზიანებული ფილები ახლით შეიცვლება;არხი მონოლითური ბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა ბორდიურები. პროექტით გათვალისწინებულია ძამის დიუკერის რეაბილიტაციაც.

ჩატარებული სამუშაოები  არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება   3240 ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

პროექტის ღირებულება 5,2 მლნ ლარზე მეტია.

სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის მარტში დასრულდება.

სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” ტექნიკურმა დირექტორმა ალექსანდრე მიქიაშვილმა დაათვალიერა და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისგან მოისმინა.

Back to top button