კასპში ვარძიის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ კასპში ვარძიის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე ორფენიანი ასფალტ ბეტონის საფარი დაიგება. 700 გრძივი მეტრი ქუჩის რეაბილიტაცია  რეგიონის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.

ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მისი კეთილმოწყობის შემდეგ  ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

გზის მოწყობის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქცია “ ახორციელებს.

Back to top button