ელენე ხორბალაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: ოპოზიციამ ყველას ეხებაო, ახლა დამაინტერესა და გავეცანი, არავის ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების გარდა-ასე როგორ ატყუებთ ხალხს?

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ელენე ხორბალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება.

ელენე ხორბალაძე „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ოპოზიციის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელთა თქმით, თითქოს ეს კანონი ყველას ეხება.

ხორბალაძე თავად გაეცნო კანონპროექტს და აღნიშნავს, რომ არავის ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების გარდა. თან თუ 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვთ, მაშინ მოუწევთ დეკლარაციის შევსება.

„დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი გამჭვირვალობის კანონს. არც ვიცოდი რაზე იყო საუბარი. ოპოზიციამ ყველას ეხებაო და ახლა დამაინტერესა და გავეცანი, არავის არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების გარდა. თან თუ 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვთ, მაშინ მოუწევთ დეკლარაციის შევსება. ასე როგორ ატყუებთ ხალხს?“-წერს ელენე ხორბალაძე სოციალურ ქსელში.

Back to top button