გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო  ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ქალაქ ფოთში, მოქალაქეს, კუთვნილ შენობა-ნაგებობაში განთავსებულ დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროში ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა დამონტაჟებული.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

 

Back to top button