სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარაშვილი სკვერში ფანჩატურისა და სავალი ბილიკის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას  გაეცნენ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო სამუშაოებს ი/მეწარმე „დავით კოშაძე“ ახორციელებს.

„სკვერის მიმდებარედ უკვე მოწყობილია ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი, გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები.

პროექტის დასრულების შემდეგ სოფელში ერთიანი სპორტული, გასართობი და დასასვენებელი სივრცე იფუნქციონირებს, რომელიც  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დასვენებასა და ბავშვების გართობას შეუწყობს ხელს” –აღნიშნულაი კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 

Back to top button