მაცხოვრებლების მიერ ნაპოვნი დათვის ბელი ბათუმის ზოოპარკს გადაეცა

მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარედ, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მურა დათვის ბელი იპოვეს.

“გამომდინარე იქედან, რომ მისი დაბრუნება ბუნებრივ გარემოში ამ ეტაპზე საფრთხის შემცველია, მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერების და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, დათვის ბელი ბათუმის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა” – აცხადებენ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

Back to top button