ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს სხვადასხვა სფეროში, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

ფაიგ გულიევმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაში გაწეული ძალისხმევისთვის.

თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

Back to top button