თენგიზ ნასარიძე ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით ინსტიტუციური გაძლიერების და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების საკითხები განიხილა ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს დირექტორ ფორტუნატას დირგინჩუსთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზების და ამ პროცესში ლიეტუვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს.

„ლიეტუვის რესპუბლიკა საქართველოში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანიც ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევებისა და გამოცდილების გაზიარებაა. პროექტის ფარგლებში, ექსპერტების ვიზიტები დაიგეგმა, რომლებიც სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულების კუთხით არსებულ ცოდნას გაგვიზიარებენ“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

„სამუშაო შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების, სოფლის განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“ –აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

Back to top button