Startup Grind – ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind – ის მორიგი ღონისძიება „ხელმისაწვდომი AI: ბიზნესის ყოველდღიური დავალებების ავტომატიზაციისთვის“, 25 აპრილს, ბათუმში, Ripple.space – ში გაიმართება.

ღონისძიებაზე საერთაშორისო კონსულტანტი, BanksoNomand Fest – ისა და Accessible AI Podcast – ის თანადამფუძნებელი და მონაცემთა მეცნიერი-შოლა აბიდოიე ბიზნესის წარმატებაში AI-ს როლზე ისაუბრებს და სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას. ის  განსაკუთრებით სასარგებლო მარკეტერებისთვის და იმ  ბიზნესის მფლობელებისთვის იქნება, რომლებიც საკუთარი ბიზნეს საქმიანობაში  ჯერ კიდევ არ იყენებენ AI ინსტრუმენტებს.

„საქართველოს ბანკი” მუდმივად მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე აქტიურად ვუჭერს მხარს საინტერესო პროექტებს, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისკენ არის მიმართული. ჩვენ და Startup Grind-ირამდენიმე წელია ვპარტნიორობთ და მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა 2024 წელსაც წარმატებით გრძელდება. მომდევნო ღონისძიება ბათუმში გაიმართება, სადაც ძალიან საინტერესო სპიკერი ბიზნესის წარმომადგენლებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ შეუძლიათ  მათ AI-ის ინტეგრაცია საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გასამარტივებლად. შეხვედრაზე ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია თუ რა ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი მათთვის და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ისეთი დავალებებისავტომატიზაციისთვის, რომლებიც დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვენ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ისეთი პროექტების მხარდაჭერას რომელიცბიზნესებისთვის ყოველდღიური პროცესების გამარტივებას შეუწყობს ხელს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Startup Grind ინგლისურ ენაზე ჩატარდება დამასზე დასასწრება უფასოა.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.

Back to top button