რატი იონათამიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით, ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დღევანდელი ევროპარლამენტი ევროპის სირცხვილია.

„ამბავი უნდა მოჰყვე, შეფასებაც არ სჭირდება – ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა: სააკაშვილის გათავისუფლება; ივანიშვილის დასანქცირება; გამჭვირვალობის კანონის გაწვევა; ოჯახური ღირებულებების საკონსტიტიციო ცვლილებების გაწვევა.

ავტორებმა, პროექტის დაინიცირებისას, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს…

ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით!

ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!“ – წერს რატი იონათამიშვილი.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს დღეს მხარი დაუჭირა.

Back to top button