იმის მიუხედავად, რომ ეს არაერთგზის განმარტა ჩვენმა პარტიამ, ჩვენი გუნდის წევრებმა, თქვენ მაინც ამ რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში, თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„გეტყვით ხუმრობით, რომ თქვენ არ იცით, რომ მე გუშინ უკვე გადავდექი მაგალითად. იცით ეს?” – განაცხადა პრემიერმა.