პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით – რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც, თუ რა თქმა უნდა, ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდა ქვეყანას.
„მე აღარ მინდა უბრალოდ, პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი. მე ვფიქრობ საკმარისია. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ, ახლა საქმეზეა კონცენტრირება საჭირო. პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით – რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც, თუ რა თქმა უნდა, ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. რაც შეეხება ზოგადად მოწოდებებს ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველას საერთო სურვილია და ჩვენი სურვილიცაა, რომ ეს ადმიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებებზე და გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. თუ ეს მოხდება, ეს მხოლოდ გამეხარდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.