პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

კენჭისყრაზე რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა.

კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა.

დოკუმენტი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაეგზავნება.

როგორც უკვე ცნობილია, პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს.

Back to top button