მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ღონისძიება – ,,ღამე მუზეუმში’’ გაიმართა

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში ღონისძიება ,,ღამე მუზეუმში’’ გაიმართა.

2024 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემააა: “მუზეუმები განათლებისა და კვლევისათვის“. თემა მიზნად ისახავს: ხაზი გაუსვას მუზეუმების როლს განათლებისა და კვლევის მიმართულებით და ასევე მუზეუმების, როგორც დინამიური საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებაში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შემეცნებითი ფილმის ჩვენება ,,გონიო-აფსაროსის ციხის ისტორიის’’ შესახებ.

დასკვნით ნაწილში კი გაიმართება კლასიკური მუსიკის საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა. (რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატებმა) მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს.

Back to top button