
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ნავსადგურამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, დერეფნის ტვირთნაკადების მომსახურებისთვის ნავსადგურის ერთიან ლოგისტიკურ ქსელთან ინტეგრაცია გადამწყვეტია.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგანაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და შესაბამისად აუცილებელია მისი ინტეგრაცია ერთიან ლოგისტიკურ ქსელთან, რაც მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური სრულ ოპერირებაში შევიდეს”, – აცხადებს თამარ იოსელიანი.